ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი ერთმანეთს დაშორდნენ

ჭორები ბრედლი კუპერისა და ირინა შეიკის დაშორების შესახებ მართალი აღმოჩნდა. 4 წლიანი ურთიერთობის შემდეგ რუსი ტოპ მოდელი და ამერიკელი მსახიობი ერთმანეთს დაშორდნენ. ინფორმაციას “People” ავრცელებს. ოჯახთან დაახლოებულმა პირმა ჟურნალს განუცხადა, რომ ირინა და ბრედლი “მათი ქალიშვილის ლეას მეურვეობის განაწილებაზე მუშაობენ”. ლეა 2017 წელს დაიბადა.

სიახლე მას შემდეგ გავრცელდა, რაც ირინა შეიკი პაპარაცებმა ნიშნობის ბეჭდის გარეშე შენიშნეს და ცნობილი გახდა, რომ მოდელი კუპერის სახლიდან გადავიდა.

გუშინ E!-მ ინფორმაცია გაავრცელა, რომ უკვე დიდი ხანია, რაც მათ შორის პრობლემები იყო და მხოლოდ შვილის გამო რჩებოდნენ ერთად.


ჟურნალ i-D -ს 5 სახალისო ფაქტი დემნას შესახებ

ჟურნალ i-D -ს 5 სახალისო ფაქტი დემნას შესახებ:
1. ყურები თავისი ხელით გაიხვრიტა.
2. 1400 დოლარიან ჯინსებს ხელმისაწვდომს უწოდებს. 
3. ჯინსებს “დენიმის შარვლებს” ეძახის.
4. ცხიმიანი თმები მოსწონს.
5. ჩვევად აქვს ამპარტავანი ფეშენისტების სექს კლუბში შეთრევა

Aka Prodiashvili Ready To Wear Fall Winter 2019 Tbilisi

 queer კულტურა, რელიგიური თემატიკა,  თავისუფალი სიყვარული. კოლექცია ფერების სიმრავლით გამოირჩეოდა და არც სილუეტები იყო ერთფეროვანი. 21 განსხვავებული ლუქი დიზაინერმა თავისი ხელწერით არაჩვეულებრივად შეკრა. ]

https://nowfashion.com/aka-prodiashvili-ready-to-wear-fall-winter-2019-tbilisi-27624

ქუჩის სტილი თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეულზე – FW 2019

ქართველი და უცხოელი სტუმრების ჩაცმულობა თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეულის მე-9 სეზონზე.

ფოტოგრაფი Acielle (Style du Monde)

რომანტიკის სამი განსხვავებული ბუნება ქართველი დიზაინერების ჩვენებებზე

ის, რაც ყველაზე მეტად აკლია ქართველი დიზაინერების შემოქმედებას არის ემოციური ფონი, რომელიც გაღელვებს, შთაბეჭდილების ქვეშ გტოვებს და მათ ჩვენებებს დასამახსოვრებელს ხდის. ქართველებისთვის ფუფუნებას წარმოადგენს ადგილობრივი მოდური ჩვენება, რომელიც დაუვიწყარ გამოცდილებად იქცევა. ეს კი მაშინ ხდება, როდესაც დიზაინერი თავისი ჩვენებით რაღაცისკენ მიილტვის, ისახავს მიზანს, აქვს გადმოცემის უნარი, ცდილობს რაღაც დაგანახოს, გარკვეულ საკითხს ჩაეძიოს და თავის კოლექციას აზრი შესძინოს. ნებისმიერი კოლექცია ავლენს რაღაც დამოკიდებულებას, მაგრამ ყველას არ შეუძლია ადამიანის გრძნობებზე იმოქმედოს. შესაძლოა იშვიათად, თუმცა ზოგი ადგილობრივი ჩვენების შემდეგ ჩვენც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ემოციურად შეგვეხო. რამდენიმე ასეთი მაგალითი ამ სეზონზეც გვქონდა .

George Keburia

იმ სივრცეში შესვლისთანავე, სადაც გიორგი ქებურიას ჩვენება გაიმართა, ისეთი განცდა გეუფლებოდა, როგორიც ამ კოლექციის ნახვამდე სათანადოდ გამზადებდა. თეთრი ნაჭრით დაფარული სკამები, კედლებზე ჩამოფარებული თეთრი ფარდები და ჭერზე დაკიდებული თეთრი ვარდები გარემოს წმინდას ხდიდა. (თუმცა რთული იყო ამის სრულყოფილად აღქმა, რადგან შოუს სანახავად იმდენი ადამიანი მოვიდა, რომ ადგილი ყველასთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.)

Djaba Diassamidze

რომანტიკის უფრო ტრადიციული ბუნება გამოავლინა ჯაბა დიასამიძემ. მწერალთა სახლში გამართული ჩვენება გაიხსნა ლუქებით, რომლითაც ჯაბამ პატივი მიაგო კოკო შანელის და კარლ ლაგერფელდის შანელის მოდის სახლში დატოვებულ მემკვიდრეობას.

Aka Prodiashvili

აკა ფროდიაშვილი გამორჩეულად ნიჭიერი დიზაინერია, რომლის შემოქმედებაც სიამაყით შეგვიძლია გავაცნოთ მსოფლიოს. მან თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეულის ფარგლებში ჯერ მხოლოდ მეორე ჩვენება გამართა, მაგრამ უკვე შეიძლება ნათლად დავინახოთ, რომ იცის სად არის, რას აკეთებს და რა მიზანს ემსახურება თავისი საქმიანობით. მისი ჩვენებები სხვადასხვა მნიშვნელოვანი თემით არის დატვირთული, რომლებსაც არცთუ ისე ბევრი ლუქით, შესაბამისი ქასთით და დეკორაციებით საინტერესოდ გადმოცემს. ის ბოლომდე პროგნოზირებადი არ არის, რაც მისი მომავალი ჩვენების მიმართ განსაკუთრებულ მოლოდინს აჩენს.

წყარო:FashionHolics Online